Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ რეუვენ ენოხისადმი (რუბენ ენუქაშვილი) მიძღვნილი პირველი  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ქართველი ებრაელობა ორ სამშობლოში: ისტორია, მემკვიდრეობა და იდენტობა"

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბენ-ცვის აღმოსავლეთის ებრაელთა თემების კვლევის ინსტიტუტი, არიელის უნივერსიტეტი, ისრაელის საელჩო საქართველოში 2026 წლის 17-18 ნოემბერს გამართავენ პროფესორ რეუვენ ენოხისადმი (რუბენ ენუქაშვილი) მიძღვნილ პირველ  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - ქართველი ებრაელობა ორ სამშობლოში: ისტორია, მემკვიდრეობა და იდენტობა.

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2026 წლის 30 აგვისტომდე თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: tsuconference@tsu.ge

 

კონფერენციაში  მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

 

კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:

 

  • ქართველი ებრაელები საქართველოსა და ისრაელში;
  • ქართული და ებრაული ენები და საგანმანათლებლო ცენტრები – წარსული და თანამედროვეობა;
  • ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები ისრაელში;
  • ებრაული მატერიალური კულტურის ძეგლები საქართველოში;
  • ებრაული რელიგიური და სეკულარული იდენტობები;
  • ქართულ-ებრაული ურთიერთობები (კულტურული, რელიგიური, ენობრივი, ადათ-წესები და სხვ.)
  • ებრაულ-ქართული და ქართულ-ებრაული მთარგმნელობითი და ლიტერატურული ურთიერთობები.

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

 

რეგლამენტი:

მოხსენება პლენარული სხდომაზე - 30 წუთი
მოხსენება სექციის სხდომაზე - 20 წუთი
დისკუსია - 10 წუთი

 

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

 

კონფერენციის  ფარგლებში გაიმართება რეუვენ ენოხისადმი მიძღვნილი გამოფენა.

 

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი (ekaterine.navrozashvili@tsu.ge),  თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

 

 

თეზისების გაფორმების წესი:

 

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

 

  1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
  2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
  3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
  4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
  5. თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
  6. 3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
  7. ფორმატი — A4
  8. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)
  9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.
  10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
  11. თეზისის მოცულობა:  300 სიტყვა.
  12. თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

 

  • ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • საკვანძო სიტყვები;
  • თეზისების ძირითადი ტექსტი.
თარიღი: 04/05/2026